მესტიაში, ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძარია. დამწვარია დაახლოებით 3-დან 6 ჰექტარამდე ტყის საფარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დღეს, დილიდან, 45 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ცხუმარის რწმუნებულის თამაზ ხეცურიანის ინფორმაციით, ცეცხლი ლიკალიზებულია, თუმცა დარჩენილია კერები. დამწვარია 3-4 ჰექტრამდე ტყის საფარი.
რაც შეეხება, ეცერს. სოფლის რწმუნებულის განცხადებით, აქ ტყის საფარი 5-6 ჰექტარამდეა დამწვარი. როგორც სოფლია რწმუნებულები ამბობენ, ცეცხლი, ძირითადად გამხმარ ფოთლებს უკიდია.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება. ძლიერი დაკვამლიანებისა და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის ქრობის პროცესი გართულებულია. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძარი წუხელ ღამით გაჩნდა.
ხანძრის კერები, რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული ადგილიდან და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.