მარტვილის კანიონზე ახალი ჩანქერის წარმოქმნის მიზეზი უხვი ნალექი იყო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღნიშნული ჩანჩქერი აქამდე არავის უნახავს.
მარტვილი დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით აბაშის, დასავლეთით სენაკისა და ჩხოროწყუს რაიონები. მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე.
წყარო: mkitxveli.ge