logo_geo
eng_logo
მესტიის სოფელ ეცერში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში 90-მდე მეხანძრე-მაშველი დაემატა
- +

19 ნოემბერი. 2019. 10:33

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.

 

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

 

ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ფარცვანია და ნინო ვიბლიანი.

 

ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

 

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner