logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: ვიცი სასტიკი ფაქტები, რომლის ორგანიზატორი მერაბიშვილი იყო
- +

9 ივნისი. 2016. 11:38


პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალ წევრს დავით კოღუაშვილს აკრიტიკებს, რომელმაც  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და 26 მაისის დარბევის ორგანიზატორი ვანო მერაბიშვილი „ნიჭიერ ადამიანად" მოიხსენია. განცხადება ბარამიძემ „საერთო გაზეთთან" ინტერვიუში გააკეთა:


 

ამ გოიმ მერაბიშვილს პარიზში აქვს სახლი. მესხელიც ვიცი, ვინ არის. არ გამიხადეს ეს ავაზაკები ტალანტები?! 26 მაისის ავბედით ღამეს ათასობით ჩვენი მომხრე დაიჭირეს, დაასახიჩრეს, sცემეს, ტყეპეს, მამას აყურებინებდნენ - როგორ სცემდნენ შვილს და პირიქით, ყველას მანქანა წაართვეს, ქონება არავის დაუბრუნეს. ყველა უმუშევარია, ნასამართლეობა არავის მოუხსნეს, ფსიქოლოგიურად დამძიმებულები, დატერორებულები არიან. ვიცი სასტიკი ფაქტები, როცა მეუღლეს წიხლებით შედგნენ და მუცელი მოუშალეს. ამ ყველაფრის ორგანიზატორ მერაბიშვილზე შეიძლება ასე ილაპარაკო? ამას ვიგინდარას მეტი არავინ გააკეთებს", - განაცხადა ბარამიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner