ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია ფორმულაზე გადაცემას წაიყვანს. ინფორმაციას „აიპრესს“ თავად თარგამაძე უდასტურებს.
გიორგი თარგამაძე ახალ გადაცემას წაიყვანს, რომლის სახელიც „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ იქნება. ტელეარხის ცნობით, ეს იქნება ყოველდღიური ანალიტიკური თოქ-შოუ, რომელსაც ეყოლება სტუმრებიც.
„დღეს ვიწყებთ თანამშრომლობას „ფორმულასთან“, პირველი გადაცემა გავა დღეს, ჟურნალისტიკაში ვბრუნდები, ჩემი „პროდაქშენ სტუდიო“ ამოქმედდა, რომელიც თანამშრომლობს „ფორმულასთან“... დღეს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, გადავწყვიტე „ფორმულას“ ხელმძღვანელობასთან, ყოველდღიური პოლიტიკური ანალიტიკური თოქ-შოუ შესულიყო ეთერში. ყოველ სამუშაო დღეს 11:00 საათზე ვიქნები წამყვანად“, - განუცხადა გიორგი თარგამაძემ „აიპრესს“.