logo_geo
eng_logo
გიორგი თარგამაძე „ფორმულაზე“ გადაცემას „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ წაიყვანს
- +

19 ნოემბერი. 2019. 12:17

 

ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე ტელეკომპანია ფორმულაზე გადაცემას წაიყვანს. ინფორმაციას „აიპრესს“ თავად თარგამაძე უდასტურებს.

 

გიორგი თარგამაძე ახალ გადაცემას წაიყვანს, რომლის სახელიც „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ იქნება. ტელეარხის ცნობით, ეს იქნება ყოველდღიური ანალიტიკური თოქ-შოუ, რომელსაც ეყოლება სტუმრებიც.

 

„დღეს ვიწყებთ თანამშრომლობას „ფორმულასთან“, პირველი გადაცემა გავა დღეს, ჟურნალისტიკაში ვბრუნდები, ჩემი „პროდაქშენ სტუდიო“ ამოქმედდა, რომელიც თანამშრომლობს „ფორმულასთან“... დღეს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, გადავწყვიტე „ფორმულას“ ხელმძღვანელობასთან, ყოველდღიური პოლიტიკური ანალიტიკური თოქ-შოუ შესულიყო ეთერში. ყოველ სამუშაო დღეს 11:00 საათზე ვიქნები წამყვანად“, - განუცხადა გიორგი თარგამაძემ „აიპრესს“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner