logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: კი იხევიან ნაკერავზე ეს ცხრა მთავრობის პოლიტიკოსები და ამაზე არ ფიქრობენ?!
- +

19 ნოემბერი. 2019. 12:31

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვადამდელი და თან პროპორციული არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს?

 

კონსტიტუციაში არ წერია მხოლოდ პროპორციული და კონსტიტუციის გვერდის ავლით არჩევნები როგორ ჩატარდება მხოლოდ პროპორციულად?

 

„ქართულმა ოცნებამ“ ხვალვე რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრი გადადგეს და ახალ მთავრობას ნდობა არ გამოუცხადოს პარლამენტმა, რაც ვადამდელი არჩევნების მიზეზი გახდება, საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე, ის ვადამდელი არჩევნები მხოლოდ პროპორციულად როგორ ჩატარდება?

 

რა ვიცი, კი იხევიან ნაკერავზე ეს ცხრა მთავრობის პოლიტიკოსები და ამაზე არ ფიქრობენ?!

 

მიპასუხეთ, თუ კაია!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner