ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩვენი საგანძურის ერთგულ მცველს, სამაგალითო ქართველს - ელენე კავლელაშვილს ხუთშაბათს სამთავროს მაყვლოვანში დაკრძალავენ. მანამდე, ოთხშაბათ დილით სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც მთელი დღის განმავლობაში პანაშვიდი გაიმართება. ხუთშაბათს სიონიდან მცხეთაში წაასვენებენ და დაკრძალავენ სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, კონკრეტულად სამთავროს მაყვლოვანში. ეს ჩვენმა პატრიარქმა გადაწყვიტა. სამთავროს დედებმა კი თავიანთი ადგილი დათმეს. დაკრძალვის ხარჯები თავად-აზნაურთა საკრებულომ და მისმა წინამძღოლმა დავით თარხან-მოურავმა გაიღეს“, - წერს მიქიაშვილი.