logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ვინც სააკაშვილთან და ბოკერიასთან გაერთიანდა, ბოროტებასთან გაერთიანდა
- +

19 ნოემბერი. 2019. 12:59

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„განსხვავებულ კომენტარებს გავეცანი და სულ რამდენიმე პუნქტად, მორიგჯერ ჩამოვაყალიბებ ჩვენს პოზიციას:

 

  1. სააკაშვილი და ბოკერია ბოროტი ძალაა, ამიტომაც არ შევუერთდით აქციას პარლამენტის წინ.

 

ვინც მათთან გაერთიანდა, ბოროტებასთან გაერთიანდა.

 

ჩვენ ვმოქმედებთ ცალკე, დამოუკიდებლად იმიტომ, რომ იქ არასდროს დავდგებით, სადაც ბოროტებაა.

 

  1. ის, რომ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ბოროტებს - თავისი, ხელისუფლებას პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს. მიზეზი, რის გამოც პროტესტი დაიწყო, გამოიწვია „ქართული ოცნების“ დაუსრულებელმა ტყუილმა და ამ ტყუილზე ის პასუხისმგებელია.

 

  1. მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვისა და ბრძოლის, პროტესტის ფორმებზე ჩვენ სულ სხვა წარმოდგენა გვაქვს და ეს ჩვენმა აქციამაც აჩვენა, არ ვთვლით, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია ამ ეტაპზე რაიმე საფრთხეს წარმოადგენდა. ბოროტების გარდა, იქ შეცდომაში შეყვანილი ადამიანებიც იდგნენ. თუ ხელისუფლებას რევანშის ან სხვა რაიმე ტიპის დანაშაულის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია და მტკიცებულებები ჰქონდა და აქვს, მაშინ რატომ მიიყვანა პროცესი ბოქლომებამდე, გაუგებარია. რატომ არ ასაჯაროებს ამ ინფორმაციას?!

 

  1. უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ გარკვეული დასკვნები გამოიტანა და დღეს, აქციის დაშლისას არ მომხდარა რაიმე ფიზიკური ძალადობა ან ინციდენტი. სპეცრაზმი მოქმედებდა მშვიდად, კანონის ფარგლებში. ეს დამამშვიდებელია და კარგი!

 

  1. თუმცა, აქციის ე.წ. ჰუმანური დაშლაც კი არ იქნებოდა საჭირო, ხელისუფლებას რომ არ მოეტყუებინა როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ისე პოლიტიკური სპექტრი და მიეღო კანონპროექტი. აქციის დაშლა არც იმ შემთხვევაში იქნებოდა საჭირო, „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილ-ბოკერიები რომ დაესაჯა.

 

  1. ახლა ხელისუფლებამ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუტია, ამ ბოროტებას შვიდი წლის მანძილზე რატომ აცოცხლებს?! და ჩვენს რეზოლუციას რატომ არ დაუჭირა მხარი?!

 

7 წელი ხალხს რომ ატყუებ, ეს იგივე მავნებლობა და ბოროტება არ არის?!

 

  1. ე.წ. ჰუმანური დაშლა ტენდენციად რომ არ იქცევა და რომ არ გახშირდება, ამის პირობას ვინ გვაძლევს?! და რომც დაგვპირდნენ, ვის დაეჯერება?! ასე შეიძლება, ეს მეთოდი ხელისუფლებამ ნებისმიერ დროს გამოიყენოს, როდესაც ოპოზიცია საპროტესტოდ შეიკრიბება.

 

  1. ხელისუფლებამ უარი თქვა კომპრომისზე და გადაწყვეტილების შეცვლაზე, მაგრამ ჩვენ არ მივიღებთ ამ განცხადებებს, რომ „ქართული ოცნება“ დათმობაზე არ წავა. აქციები და პროტესტი გაგრძელდება, არ დასრულდება“, - წერს ინაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner