„არავინ არსად წავა არანაირი სხდომის მოსაწყობად, მაშინ, როდესაც არსებობს პარლამენტი“, - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ ჩატარდა გუშინ გასვლითი სხდომა და რატომ დაშალეს მომიტინგეები ბიუროს სხდომის ჩასატარებლად.
გიორგი გახარია გასვლითი სხდომის საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესები პარლამენტში უნდა წარიმართოს.
„გადაკეტილი ქუჩები, ეს ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში გარდა იმისა, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს სერიოზულ პრობლემას უქმნის, არის აბსოლუტურად მიუღებელი. პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით“, - აღნიშნა გახარიამ.