„მაქვს ინფორმაცია, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომის დასრულებიდან სულ რამდენიმე დღეში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით (უშიშროების წარმომადგენლებს კონკრეტულ ადგილს დავუსახელებ) სატვირთო მანქანებით პლასტმასის ლურჯი კასრები შეიტანეს ტყეში და იქვე დამარხეს", - ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასვაალთან" ინტერვიუში საუბრობს და აცხადებს, რომ ტყეში დამალულ კასრებში, სავარაუდოდ, სამეგრელოში აღმოჩენილი კასრების მსგავსად, ფაილებია ან იარაღი.
„სავარაუდოდ, სამეგრელოში აღმოჩენილის მსგავსი ფაილებია თუ იარაღი, ვერ გეტყვით! მაგრამ ვიცი, რომ იქიდან არავის ამოუღია და, წესით და ლოგიკით, ისევ ადგილზეა! ისეთ დიდ რაოდენობაზეა ლაპარაკი, რომ სატვირთო მანქანებს კონტეინერები ტყის სიღრმეში რამდენიმე დღის მანძილზე შეჰქონდათ. ადგილზე მიწა ამოღებული იყო და იქვე მარხავდნენ. წლების შემდეგ, სამეგრელოში ლურჯი კასრები რომ ვნახე, ბუნებრივია, პარალელი გავავლე და ვიფიქრე, რომ ტყეშიც მსგავსი რამეა დამარხული. მაგრამ ახლახან მოვისმინე, რომ დიდძალი იარაღი, რომელიც ომში არ გამოუყენებიათ, საცავებში დასაწყობდა. ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ ამ ადგილს „ნაციონალების" დროს სპეციალურად იცავდნენ, ასე რომ, ყველაფერი ემთხვევა", - აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.