სატრანსპორტო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვაშაძე (რუსეთის მოქალაქე) ტელეკამერების წინ თავში ურტყამს სამართალდამცავს!
ამას პასუხი თუ არ აგებინეთ კანონის მთელი სიმკაცრით, დაუსჯელობის შეგრძნებას გააჩენთ ხალხში და მერე ნახეთ ამ ნაძირალების საჯარო ცემა-ტყეპა!“ - წერს ისაკაძე.