logo_geo
eng_logo
მაჟორიტარი დეპუტატთა ჯგუფი ოპონენტებს: ეს ხალხი საერთო მესიჯბოქსით გვიტევდა
- +

19 ნოემბერი. 2019. 16:03

 

„ეს ხალხი საერთო მესიჯბოქსით გვიტევდა - როგორ ვბედავდით და „პერსონალური არჩევანის უფლებას ვართმევდით ხალხს“, - მაჟორიტარი დეპუტატები ოპონენტების - ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში ან მის ორბიტაზე მოტრიალე პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან უწყვეტ ნაკადად მომდინარე ზღვარსგადასულ, შეურაცხყოფანარევ კრიტიკას პასუხობენ.

 

„რაც შეეხება პოლიტიკური ოპონენტების, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში ან მის ორბიტაზე მოტრიალე პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან უწყვეტ ნაკადად მომდინარე ზღვარსგადასულ, შეურაცხყოფანარევ კრიტიკას. მათი უპრინციპობის და ორმაგი სტანდარტის საილუსტრაციოდ, მხოლოდ ერთი მაგალითით შემოვიფარგლებით: როდესაც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს, ხმოსანთა მიერ მისი არჩევის წესით ვცვლიდით, ეს ხალხი საერთო მესიჯბოქსით გვიტევდა - როგორ ვბედავდით და „პერსონალური არჩევანის უფლებას ვართმევდით ხალხს“.  ახლა კი, იგივე პოლიტიკოსები და ეგრეთ წოდებული ოფინიონ-მეიქერები, ისევ „ხალხისთვის არჩევანის უფლების წართმევაში“ გვდებს ბრალს, ოღონდ ამ შემთხვევაში, დეპერსონალიზირებული, პარტიულად გადადღაბნილი, პროპორციული წესის სასარგებლოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner