logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი აგრძელებს მუშაობას ყველა ის მნიშვნელოვან საკითხზე, რაც საშემოდგომო სესიაზე უნდა იყოს მიღებული
- +

19 ნოემბერი. 2019. 16:11

 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტმა განაახლა და აგრძელებს მუშაობას საშემოდგომო სესიით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე.

 

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის საქმიანობას კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ ვერ შეუშლის და პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეებს.

 

„პარლამენტმა მუშაობა განაახლა და აგრძელებს მუშაობას ყველა ის მნიშვნელოვან საკითხზე, რაც საშემოდგომო სესიაზე უნდა იყოს მიღებული. მათ შორისაა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინიციატივა; არის საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც გათვალისწინებულია ხელფასების მნიშვნელოვანი მატება პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის. ასევე პენსიების ზრდა და ინფრასტრუქტურული პროექტები, ყველა ეს პრიორიტეტული მიმართულება დამუშავდება და დამტკიცდება 2020 წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner