logo_geo
eng_logo
ყაზბეგში და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
- +

19 ნოემბერი. 2019. 16:13

 

13-18 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „ყაზბეგი“ და „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების  სამკურნალო საშუალებები და 7 ცალი მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს.  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 983.74 ლარი შეადგინა.

 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner