13-18 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „ყაზბეგი“ და „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების სამკურნალო საშუალებები და 7 ცალი მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 983.74 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.