„აბსოლუტურად გაუგონარია ის, რომ ექიმი არის დაკავებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ უახლოეს დღეებში ეს საკითხი გადაწყდება. მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიდის მუშაობა. აბსოლუტურად გაუგონარია ის, რომ ექიმი არის დაკავებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ექიმი უნდა იყოს ხელშეუხებელი ყველა ვითარებაში და ეს არის აბსოლუტურად ყველა ვითარების სტანდარტი. ასეთ დროს, როცა საოკუპაციო რეჟიმი მოქმედებს ყველანაირი პრინციპების დარღვევით, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენა“, - განაცხადა კობახიძემ.