17 წლის ნიკა გოგიას სჭირდება საზოგადოების დახმარება. სიცოცხლით სავსე ბიჭმა მოულოდნელად დაკარგა მხედველობა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც მისი მდგომარეობა არ იცვლება. დაავადება უფრო და უფრო პროგრესირებს.
საქართველოში მისი დიაგნოზის დადგენა ვერ შეძლეს. ნიკა გოგიას სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში გამგზავრება, რათა მოხდეს დაავადების სრული დიაგნოსტირება და მკურნალობა.
„ერთ დღესაც ვეღარაფერს ვხედავდი. ეს ჩემთვის იმდენად არ ყოფილა მძიმე, რამდენადაც დედასთვის, რომელსაც სულ ღიმილიანს და ბედნიერს ვხედავდი ჩემით. ჩემი ოცნებაა, რომ დედას ისევ ღიმილიანს ვხედავდე“, - აღნიშნავს ნიკა გოგია, რომელიც თვალცრემლიან დედას უკეთესი მომავლის იმედით ამშვიდებს.
ნიკას ოჯახი უშედეგოდ იბრძვის, მათ არაერთ საავადმყოფოს მიმართეს:
„ხერხემლიდან სითხეც ამოუღეს, გაფანტულ სკლეროზს ვარაუდობდნენ, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი დღემდე არ ვიცით“, - ამბობს ნიკას მამიდა.
მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ნიკას ოჯახმა არაერთი სესხი აიღო როგორც ბანკიდან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან. მათ სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა, რომ ახალგაზრდამ შეძლოს სრულფასოვანი ცხოვრება და ყველა იმ მიზნის განხორციელება, რაც მომავალში მის წარმატებულ ცხოვრებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს ბანკი:
GE59BG0000000161846091
მიმღები: ინგა ვარდოსანიძე
უცხოეთიდან გზავნილისთვის - inga vardosanidze
პირადი ნომერი 57001016146
მობილური: 574 16 23 04