logo_geo
eng_logo
სოსო ფხაკაძე: მინდა, ვთხოვო ოპოზიციასაც და პოზიციასაც, მეტი დრო დავუთმოთ იმაზე ფიქრს, რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა
- +

19 ნოემბერი. 2019. 16:41

 

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ბიზნესზე.

 

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც მეტი დრო უნდა დაუთმოს სტაბილურობის მნიშვნელობაზე ფიქრს.

 

„საქართველოს ბიზნესასოციაცია არის არაპოლიტიკური, არაკომერციული ორგანიზაცია. ჩვენ ვართ ჩართული საქართველოს ბიზნესში. 24 საათი ვმუშაობთ, რათა უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს, უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ქვეყანაში და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა. ამავდროულად, მინდა, ცალსახად ავღნიშნო, ბოლომდე მწამს და მჯერა, რომ წარმატების ქვაკუთხედი არის ძლიერი ბიზნესი, რადგან ძლიერი ბიზნესი უდრის ძლიერ ეკონომიკას, რათა ქვეყანა წინ წავიდეს, მოსახლეობა იყოს უფრო კარგად და მეტი შემოსავალი ჰქონდეს ნებისმიერ ჩვენ ოჯახს. ასეთ ვითარებაში, პოლიტიკური არასტაბილურობა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს აღქმებზე და მინდა, ვთხოვო ჩვენს ოპოზიციასაც და პოზიციასაც, ჩვენ ბიზნესმენები ვართ და პოლიტიკურ თემებში არ ვერევით, მინდა, ყველას ძალიან ვთხოვო, რომ უფრო მეტი დრო დავუთმოთ იმაზე ფიქრს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის პოლიტიკური სტაბილურობა“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner