„ანსამბლი „ერისიონი" და „Maroon 5" - „კულტურა გადაარჩენს საქართველოს" - ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ცნობილი ამერიკული პოპ-როკ ჯგუფის მიერ ატვირთულ ვიდეოს ეხმაურება, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„აჩვენეს თუ არა კლასი ბიჭებმა? გენაცვალეთ თქვენ!!! ხომ გვინდოდა საქართველოს პოპულარიზაცია? 12 საათი გავიდა, რაც „Maroon 5"-მა ეს ვიდეო დადო, 695 000 ნახვა უკვე აქვს!!! 33 000 გაზიარება და ათასობით კომენტარია.
კომენტარი და თან რა კომენტარი, ხალხოოო... წაიკითხეთ, ნახეთ, როგორს გვხედავს ჩვენ თანამედროვე, ახალგაზრდა მსოფლიო! როგორი სიხარულით, სიყვარულით და კეთილგანწყობით წერენ მთელი მსოფლიოდან, ამ ვიდეოს მნახველები, ჩვენს სამშობლოზე - საქართველოზე და ჩვენზე - ქართველებზე. კულტურა გადაარჩენს საქართველოს!!!
დიდი მადლობა!!! წარმატებები",- წერს კოკა ყანდიაშვილი.