„მიზეზების ძიება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ლარს აუცილებლად დაარტყამს, მთავარი კი - ნეგატიური მოლოდინი იქნება“, - ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.
„მიზეზების ძიება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ლარს აუცილებლად დაარტყამს, მთავარი კი -ნეგატიური მოლოდინი იქნება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა აიღონ შესაბამისი პასუხისმგებლობა და მოერიდონ დაძაბულობის ესკალაციას; მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა კოორდინირებულად უნდა იმუშაონ კურსის სტაბილურობისათვის, რისი შესაძლებლობაც არსებობს; დღის განმავლობაში ცალკეულმა ჯიხურებმა ან ბანკებმა შესაძლოა კურსი „ათამაშონ“ და კარგი იქნება, თუ მოსახლეობა ამ „თამაშს“ არ აჰყვება, რადგანაც ისევ საკუთარ თავს დააზარალებენ მაღალი ალბათობით“,- წერს ვახტანგ ჭარაია.