logo_geo
eng_logo
ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარუდგინეს
- +

19 ნოემბერი. 2019. 18:18

 

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარუდგინეს.

 

საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოქრუაშვილმა და მისმა უფლებადამცველმა ბრალდების თაობაზე დადგენილება არ ჩაიბარეს, რადგან ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ. ამის მიუხედავად, პროცედურის გათვალისწინებით აღნიშნული ავტომატურად ნიშნავს ბრალის წარდგენას.

 

„ფაქტი, რომ ბრალდების წარსადგენად შემოვედით, დადასტურებულია, ბრალდებული ჩაიბარებს თუ არა, ან ხელმოწერით დაადასტურებს თუ არა დადგენილების ჩაბარების სინამდვილეს, ეს მისი უფლებაა. ბუნებრივია, ძალით ვერავინ გადასცემს დადგენილებას და ძალით ვერ მოაწერინებს ხელს“, - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner