logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: სერგო თეთრაძის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა
- +

9 ივნისი. 2016. 11:54


ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მოკლული სერგო თეთრაძის საქმეს გრიფი „საიდუმლო" მოეხსნა.



კარგი ახალი ამბავი - წამებით მოკლული სერგო თეთრაძის საქმეს გრიფისაიდუმლო" 1 ივნისს მოეხსნა. ამ სიახლის შესახებ სერგო თეთრაძის ქვრივს ნანა თეთრაძეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2016 წლის 7 ივნისს განუცხადეს და გადასცეს დადგენილებასისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე". სერგო თეთრაძის საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლოში ვესწრები ხოლმე, რეპორტაჟებს ვწერ, დროდადრო გადაცემებს ვაკეთებთობიექტივში", რომ თქვენც გაიგოთ, სასამართლო დარბაზში რა ხდება. ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას (და მისი უფლებების დამცველებს) არაერთხელ უთქვამთ, რომ სათქმელს ბოლომდე იმის გამო ვერ ამბობენ, რომ საქმეს გრიფისაიდუმლო" ადევს. ჰოდა, ილაპარაკონ ახლა საჯაროდ, როგორ ამოხადეს სული სერგო თეთრაძეს. ახლა გვითხრან, რაზე დაყრდობით ცდილობენ იმის მტკიცებას, რომ სერგო თეთრაძე ჯაშუში იყო.

 

სერგო თეთრაძის ბოლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 21 იანვარს გაიმართა. იქიდან მოყოლებული დღემდე სასამართლოს საიტზე ანონსებს ვამოწმებ, ველოდები, როდის დანიშნავენ პროცესს. ამ წამსაც შევამოწმე და უახლოეს დღეებზე არაფერია მითითებული.

 

 

ეს სიუჟეტი სერგო თეთრაძის წამების შესახებ მეცხრე არხზე" 2013 წლის 9 ივნისს გავიდა. სიუჟეტის ავტორი ზვიად თხელიძეა, ადამიანი, რომელსაც მთელი გულით გაუხარდებოდა დღევანდელი ახალი ამბავი", - წერს ნინო მიქიაშვილი „facebook"-ზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner