27 ნოემბერს, 20:30 საათზე, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და „გორბი“ ბიზნეს რეიტინგის მე-20 საიუბილეო გრანდიუზულ, საზეიმო ცერემონიალს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გამართავენ. ტრადიციულად, გალა საღამოზე წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდებიან. რჩეულთა შორის რჩეულს კი, თავად ბიზნესმენები აირჩევენ. ხოლო, წლის საუკეთესო ინვესტორს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.
როგორც "რეპორტიორს" ღონისძიების ორგანიზატორებმა განუცხადეს, 2019 წელი ბიზნეს რეიტინგის ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი თარიღია. ბიზნესელიტა ამ ღირშესანიშნავ საღამოს უკვე მეოცედ იზეიმებს. წლეულს საიუბილეო ღონისძიება პომპეზურად გაიმართება. ფაქტია, რომ ბიზნეს რეიტინგს წლებმა საერთაშორისო მასშტაბები შესძინა. ამ ხნის განმავლობაში, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდა ბიზნეს არეალი და მონაწილეობის სურვილი, როგორც ქართულ, ასევე, უცხოურ სეგმენტში.
მათივე ინფორმაციით, საიუბილეო წელს, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდება. ტრადიციულად, კრიტერიუმებისა და საკონკურსო ჯილდოების პარალელურად, ყოველწლიურად წესდება სპეციალური ნომინაციები, რომლებიც, თავად ბიზნესმენისა და კომპანიის პოპულარიზაციას ემსახურება.
"ოც წლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ბიზნეს რეიტინგის ღირებულება შეუფასებელია, ის ზრდის მომხმარებლის ნდობას, რეპუტაციას და აქცევს მას საერთაშორისო სავაჭრო ნიშნად. წელს, უკვე მეოცედ საქართველოს საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის გამოსავლენად მედიაჰოლდინგი The Georgian Times -ის მიერ დამკვიდრებული ტრადიციული ბიზნეს რეიტინგი გამორჩეულად ჩატარდება", - აცხადებენ ორგანიზატორები.
მათივე ინფორმაციით, რეიტინგების დათვლას საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი “გორბი“ აწარმოებს.
წელს, მე-20 საიუბილეო ბიზნეს რეიტინგის სპონსორები არიან:
პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.
ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ სამკერდე „ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდებიან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი გადაეცემა გრან-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი), ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი).
წლების მანძილზე ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ:
საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები მონაწილეობენ.
კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია:
მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა, სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, მსხვილი ექსპორტიორი, ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.
ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს უკვე მეოთხედ დაჯილდოვდებიან საუკეთესო ინვესტორები. Investment Award - კვლავ წლის საუკეთესო ინვესტორებს და საინვესტიციო პროექტებს გამოავლენს. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. Investment Award - ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.
გასული წლების Investment Award - ის გარდამავალი ჯილდოს მფლობელები იყვნენ:
1. ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი
2. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და მერაბ ადეიშვილი
3. დრიმლენდ ოაზისი და ნიკოლოზ გეგუჩაძე
წლების განმავლობაში ღონისძიების მხარდამჭერებია:
ღონისძიების მედიამხარდამჭერია ქართული მედიიის ფაქტობრივად სრული სპექტრი:
ტრადიციულად ბიზნეს - რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიებას ასევე მუდმივად ესწრება უმსხვილესი ქართული და უცხოური ბიზნეს კომპანიების ტოპ მენეჯმენტი, საპატიო სტუმრები უცხოეთიდან, ქართული კინოს, თეატრისა და შოუბიზნესის ვარსკვლავები.