logo_geo
eng_logo
საქართველოში, რამდენიმედღიანი ტყის ხანძრების 5 კერა სრულად ლოკალიზებულია
- +

19 ნოემბერი. 2019. 23:07

 

საქართველოში, ერთდროულად რამდენიმე ადგილას გაჩენილ ტყის ხანძარს მეხანძრე-მაშველები კვლავ ებრძვიან. ამ დროისთვის, ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ 5-ზე კი, სრულად ლოკალიზებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს.

თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


როგორც „რეპორტიორს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 2 დღის განმავლობაში მუშაობდა 120 მეხანძრე-მაშველი.

ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია სოფელ  ცხუმარის მიმდებარედაც, სადაც ცეცხლის არც ერთი ღია კერა აღარ არსებობს.

მათივე ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.

 

გარდა ამისა, აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში  ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 45 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

 

ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს  რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფლების ირის და  ხიდეშლების მიმდებარედ, ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის მიმდებარედ. მონიტორინგი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.


ტყის ხანძარი იყო სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ სალხინოს მიმდებარედ, სადაც ხანძარი უკვე, ლოკალიზებულია.  აქაც დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები.


დილიდან 5 კერაზე ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე მაშველი ჩაერთვება. ადგილებზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner