logo_geo
eng_logo
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარედგინა
- +

20 ნოემბერი. 2019. 00:25

 

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას ედავებიან. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

 


ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო. საქმის მასალები ადვოკატებს უკვე გადაეცათ.

მათი განცხადებით, საქმის მასალებში უკვე დევს სამართალდამცველების გამოკითხვის ოქმები, რომელშიც წერია, რომ გიორგი რურუას პირადი ჩხრეკისას აღმნოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი.

 

"გადმოგვეცა ბრალდების დადგენილება, მასში მითითებულია პირების გამოკითხის ოქმები, როგორც მტკიცებულება, რომ გიორგი რურუა ატარებდა იარაღს. ეს არის სამართალდამცველების გამოკითხვის ოქმები, რომლებშიც ისინი ამბობენ, რომ გიორგი რურუას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და ამოიღეს "პე სე ემ-ის" ფირმის იარაღი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მას პირადი ჩხრეკა ფიზიკურად არ ჩატარებია. ამოღებული აქვთ თითის ანაბეჭდი, რომელსაც სავარაუდოდ დაიტანენ იარაღზე",- განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

გიორგი რურუა გუშინ, საკუთარ საცხოვრბელ სახლთან დააკავეს. 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner