logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: წინა ხელისუფლების დროს რუსული ინვესტიციები საქართველოში უფრო დიდი რაოდენობით შემოედინებოდა
- +

9 ივნისი. 2016. 11:56


„წინა ხელისუფლების დროს რუსული ინვესტიციები საქართველოში უფრო დიდი რაოდენობით შემოედინებოდა, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების დროს", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის თემაზე გამართულ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში დისკუსიის დროს „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კანდელაკის მიერ დასმულ შეკითხვას.



კანდელაკი საქართველოში ენერგოინვესტიციებისა და ზოგადად ინვესტიციების კლების საკითხით დაინტერესდა და პრემიერს სთხოვა, დამატებითი განმარტებები გაეკეთებინა „გაზპრომის" საკითხთან დაკავშირებით.



გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსეთთან მხოლოდ ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა „გაზპრომის" საკითხზე, თუმცა საბოლოოდ ხელისუფლებამ ხელშეკრულება უკეთესი პირობებით აზერბაიჯანულ „სოკართან" გააფორმა.



გიორგი კვირიკაშვილმა „გაზპრომის" ირგვლივ მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ სპეკულაციად შეაფასა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner