რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - „USAID“-ის დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორს ადამ შმიდტს და ამავე სააგენტოს წარმომადგენლებს: ჯეი ტოტის, ჯენიფერ ლუისს და სამანტა თორთლაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის რეფორმის მიმდინარე პროცესში საჭიროებების და გეგმების განხილვას დაეთმო. ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რაც დღეს თვითმმართველობის წინაშე დგას. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მოქალაქეთა ჩართულობის როლსა და მნიშვნელობაზე.
მერაბ ქვარაიამ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორც დღემდე იყო.