ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 60 წლის ასაკში მსახიობი თინა ვარდანაშვილი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას" მსახიობმა ზურა ყიფშიძემ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, მსახიობი გუშინ გარდაიცვალა. მან მაყურებელს თავი ფილმში „როცა აყვავდა ნუში" ხათუნას როლის შესრულებით დაამახსოვრა.
ფილმი „როცა აყვავდა ნუში" ეკრანებზე 1972 წელს გამოვიდა.
თინათინ ვარდანაშვილი პროფესიონალი მსახიობი არ იყო, იგი სკოლის მერხიდან მოხვდა კინოში, როდესაც რეჟისორები დადიოდნენ და ფილმებისთვის როლის შემსრულებლებს ეძებდნენ.
თინათინ ვარდანაშვილი მაყურებელს ახსოვს ასევე ფილმებიდან „ჩარი რამა" და „მშობლიურო ჩემო მიწავ".