თელ-ავივში ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაიჭრა. „BBC"-ს ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს მოხდა.
„ორმა ტერორისტმა ცეცხლი გაუხსნა მშვიდობიან მოქალაქეებს", - განაცხადა რაიონული პოლიციის ხელმძღვანელმა.
ერთ-ერთი თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს, მეორე კი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სამედიცინო ცენტრ „სურასკიში" აცხადებენ, რომ ისრაელის ოთხი მძიმედ დაჭრილი მოქალაქე მოათავსეს კლინიკაში, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელები სოფელ იატადან არიან, რომელიც ქალაქ ჰებრონთან ახლოს მდებარეობს. დაჯგუფება „ჰამასმა" მომხდარს „გმირული საქციელი" უწოდა, თუმცა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია.
ტერაქტიდან ცოტა ხანში ადგილზე მივიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც მომხდარს „სასტიკი კრიმინალური და ტერორისტული აქტი" უწოდა.
მოგვიანებით კი ისრაელის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, აეკრძალოთ ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლა „ჰამასის" მიერ კონტროლირებად ღაზას სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს, ისინი ვეღარ მოინახულებენ ისრაელში ნათესავებს, ამასთან, რამადანის პერიოდში ვერ შეძლებენ იერუსალიმის მოლოცვას, აეკრძალებათ გაფრენა თელ-ავივის აეროპორტიდან სხვა ქვეყნებში.