logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: ინფლაცია უნდა იყოს დათრგუნვილი
- +

20 ნოემბერი. 2019. 15:12

 

 

„ეროვნული ბანკი უნდა დაუბრუნდეს რეალობას“, - განუცხადა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

 

მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდეს.

 

„ფასების სტაბილურობა და ინფლაცია არის ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. მან აამოქმედა ინსტრუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ, დაგვიანებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, ეროვნულ ბანკს მოვუწოდოთ დღევანდელ დღესაც, რომ ინსტრუმენტები გამოყენებული იყოს დროულად, მათ შორის, მონეტარული საპროცენტო განაკვეთი, ასევე საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე და სხვა ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რათა ინფლაცია იქნეს დათრგუნვილი, ლარის კურსი და ფასების სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული ქვეყანაში. ეროვნული ბანკის მანდატი არის ინფლაცია და ინფლაცია უნდა იყოს დათრგუნვილი“, - აღნიშნა კოვზანაძემ.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დადგენილების პროექტს წარადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner