logo_geo
eng_logo
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
- +

20 ნოემბერი. 2019. 15:49

 

19 ნოემბერს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო მესაზღვრეებისა და სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობა 2018 წლის თებერვალში, როდესაც პოლონეთში გააძევეს მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი.

 

უკრაინული მედიის თანახმად, ამგვარად სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სარჩელი, რომელშიც იგი უკანონოდ მიიჩნევდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების ქმედებას.

„დადგენილება კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე, საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას“, - ნათქვამია უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner