logo_geo
eng_logo
ვახტანგ ჭარაია: მონეტარული პოლიტიკის მაღალმა განაკვეთმა ეკონომიკური ზრდა არ უნდა გადაიყოლოს
- +

20 ნოემბერი. 2019. 16:51

 

 

„მაღალმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა ეკონომიკური ზრდა არ უნდა გადაიყოლოს“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

 

„წლებია, ვამბობთ მეც და ჩემი მეგობრებიც, რომ არ შეიძლება, ეროვნულ ბანკს ჰქონდეს მხოლოდ ინფლაციის კონტროლის ვალდებულება, მით უმეტეს, როდესაც ღარიბ, იმპორტდამოკიდებულ, მაღალდოლარიზებულ, ფინანსურად გაუნათლებელ, ოლიგოპოლიაწალეკილ და კიდევ არ გავაგრძელებ, რა ნეგატიურ ელემენტმატარებელ ქვეყანაზე გვაქვს საუბარი...

 

უფრო მონეტარული პოლიტიკის მაღალმა განაკვეთმა, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ინფლაცია მართლაც მოთოკოს, მაგრამ, თუ ამას ეკონომიკური ზრდა გადავაყოლეთ, რას ვიგებთ?

 

კანონი ეროვნული ბანკის შესახებ არის დასახვეწი, მიზნობრივი მაჩვენებელი კი მრავალწახნაგოვანი უნდა გახდეს!“, - წერს ვახტანგ ჭარაია.

 

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად და შესაძლო რისკების მიმოხილვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner