logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ვაჟა გაფრინდაშვილი არის უკანონო მძევალი, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს
- +

20 ნოემბერი. 2019. 16:56

 

 

„ექიმი, რომელიც პაციენტის დასახმარებლად მოხვდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის უკანონო მძევალი, ის უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს.

 

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მთელი ამ დღეების განმავლობაში ექიმის უკანონო დაკავება არის უმთავრესი თემა და ყველა ფორმატი არის ამოქმედებული.

 

„მქონდა საუბარი ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომლებიც დეტალურად ჩავაყენე საქმის კურსში, თუ რა მდგომარეობაა. ეუთო-ს თავმჯდომარეს ვთხოვე, აქტიური ნაბიჯები გადაიდგას, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან და ისიც ინფორმირებულია აღნიშნულის შესახებ. აუცილებელია, ევროკავშირმაც მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს. მე მქონდა ასევე კომუნიკაცია, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან და გაერო-ც ჩართულია ყველა სტრუქტურით ამ პროცესში. NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზეც მნიშვნელოვანი ადგილი დავუთმეთ ქართველი ექიმის უკანონო დაკავებას. გვერდით რომ გადავდოთ საერთოდ პოლიტიკური კონტექსტი, ეს არის ჰუმანიტარული საკითხი – ექიმი, რომელიც პაციენტის დასახმარებლად მოხვდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის უკანონო მძევალი. ის უნდა იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული და ყველა რესურსი არის ამოქმედებული. ჩვენ გვაქვს შესაბამისი გეგმა ყველა შესაძლო განვითარების სცენარისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner