logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე
- +

20 ნოემბერი. 2019. 17:40

 

 

„შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ იქ სამი ქვეყანა გვყავს - რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი. შემდეგ გვყავს ორი მნიშნველოვანი პარტნიორი, საქართველო და უკრაინა“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, NATO-მ ბოლო წლებში შავი ზღვის რეგიონში საკუთარი წარმომადგენლობა გაზარდა.

 

„ჩვენ მიმდინარე წლის აპრილში შევთანხმდით პაკეტზე, რათა ჩავატაროთ უფრო მეტი წვრთნები, გავზარდოთ ინფორმაციის გაცვლა. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ცოტა ხნის წინ საქართველოს ესტუმრა. ასევე, ვესტუმრეთ უკრაინას, კერძოდ, ოდესას. ჩვენ ვთანამშრომლობთ ქართულ სანაპირო დაცვასთან, ვმუშაობთ უკრაინის საზღვაო ფლოტის აკადემიის წარმომადგენლებთან. ასე რომ, ჩვენ შავი ზღვის რეგიონში პარტნიორებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან ინტენსიურად ვმუშაობთ. მოვუწოდებ მოკავშირეებს, რომ ისინი უზრუნველვყოთ საჭირო რესურსებით. დავრწმუნდეთ, რომ გაცილებით მეტ პრაქტიკულ მხარდაჭერას ვაწვდით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO დაეხმარება და მხარს დაუჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

 

„ჩვენ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში, რეფორმების განხორციელებაში. სწორედ ეს არის საქართველოში NATO-ს წარმომადგენლობის მიზანი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner