logo_geo
eng_logo
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატ პაატა კვიჟინაძის კანდიდატურა განიხილება
- +

20 ნოემბერი. 2019. 18:03

 

 

„საქართველოს პირველი არხის“ ინფორმაციით, დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რომან კაკულიას შემცვლელად პაატა კვიჟინაძის კანდიდატურა მოიაზრება. რომან კაკულიას კანდიდატურა კი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობიდან თამარ ხულორდავა წავიდა და აღნიშნული თანამდებობაც დატოვა.

 

რაც შეეხება პაატა კვიჟინაძეს, მას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი უკავია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner