logo_geo
eng_logo
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ალეკო ელისაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- +

9 ივნისი. 2016. 12:20


თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, წარმოადგინოს სამსახურის სისტემაში კორუფციის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ან უარყოს ცრუ ბრალდება და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური სარჩელით სასამართლოს მიმართავს



ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის გადაცემა „სხვა შუადღის" ეთერში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი პირები კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის მიღებაში დაადანაშაულა, რითიც შელახა მათი საქმიანი რეპუტაცია და საზოგადოებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს მსგავს უაპელაციო და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მერიის თანამშრომელთა დისკრედიტაციას ემსახურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ალექსანდრე ელისაშვილს, წარმოადგინოს სამსახურის სისტემაში კორუფციის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ან უარყოს ცრუ ბრალდება და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური სარჩელით სასამართლოს მიმართავს", - განაცხადა დიმიტრი მოსულიშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner