logo_geo
eng_logo
შოთა გულბანი: არა მგონია, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გამართლებული იყოს
- +

20 ნოემბერი. 2019. 18:49

 

ეკონომიკური ექსპერტი შოთა გულბანი კობა გვენეტაძეს ეხმიანება:

 

„არა მგონია, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გამართლებული იყოს. ინფლაციური მოლოდინების დროს რეფინანსირების განაკვეთის ზრდას მაშინ აქვს ეფექტი, როცა დოლარიზაციის კოეფიციენტი გაქვს დაბალი. ჩვენთან მიმდინარე ეტაპზე სესხების დოლარიზაცია 57 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი გვაქვს სუსტი და ეროვნული ბანკი თავის უმთავრეს ინსტრუმენტს, რეფინანსირების განაკვეთს ეფექტურად ვერ გამოიყენებს და შედეგებს მოგვცემს კონტრპროდუქტიულს. ისეთებს როგორიცაა შეფერხებული ეკონომიკური ზრდა და გაძვირებული სესხები. ასეთ ვითარებაში ერთ-ერთი საუკეთესო გზა ლარის მიმართ ნდობის განმტკიცებაა მოსახლეობაში, რაც გრძელვადიანი პერიოდის მიზანია და, რა თქმა უნდა, დოლარიზაციის კოეფიციენტის ეტაპობრივი შემცირება, რაც ეკონომიკის გაჯანსაღების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს“, - წერს გულბანი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner