logo_geo
eng_logo
ლევან თხელიძე: საბანკო რეგულაციები კომპლექსურად უნდა გადაიხედოს
- +

20 ნოემბერი. 2019. 19:46

 

 

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძის მოსაზრებით, საბანკო რეგულაციები კომპლექსურად არის გადასახედი.

 

როგორც მან პირველ  განუცხადა, რეგულაციები შესაცვლელია, მაგრამ არ არის საუბარი კონკრეტულ, ერთ ან ორ რეგულაციაზე.

 

ზოგადად, ვფიქრობთ, რომ  ეგულაციები მთლიანად, კომპლექსურად გასაანალიზებელია და, სავარაუდოდ, შესაცვლელი. რაც შეეხება ლარში გასაცემი სესხების 200-ათას ლარიან ზღვარს, ამაზეც განყენებულად საუბარი არ იქნება სწორი. აქაც რაღაც ვითარებაში ეს ზღვარი შეიძლება, გამართლებული იყოს, რაღაც ვითარებაში არა“, – აღნიშნა თხელიძემ.

 

მისი თქმით, მთავრობის ნაბიჯები და ძალისხმევა მიმართულია ეკონომიკის ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნისკენ.

 

თუ ეროვნული ბანკის ქმედებები არ იქნება პრინციპულ თანხვედრაში მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან, საეჭვოა, რომ სასურველ შედეგამდე მივიდეთ”, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ.

 

რეგულაციების შერბილებაზე, მათ შორის ლარში გასაცემი სესხების 200-ათასიანი ზღვარის შემცირებაზე დღეს პარლამენტში იყო საუბარი, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მოუსმინეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner