logo_geo
eng_logo
ცეცხლთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს - ხანძარის 7 კერა ლიკვიდირებულია
- +

20 ნოემბერი. 2019. 21:25

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხევრალისა და ცხუმარის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.

 

მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ერთდროულად, დაახლოებით, სამი-ოთხი დღის განმავლობაში გვქონდა ხანძრის 7კერა. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ბალახი და ბუჩქნარი. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში დამთავრდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე რჩებიან გარკვეული მცირე ჯგუფები, რომლებიც ღამის განმავლობაში განახორციელებენ მონიტორინგს. საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევდათ ბიჭებს მუშაობა. მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო,“ - განაცხადა იოსებ ჭელიძემ.

 

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის კერების ლიკვიდაცია უსწრაფესად შეძლეს.

 

მესტიის რაიონში ჩამოსული იყო 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, რომლებმაც მართლაც მიუდგომელ ადგილებში, სადაც უბრალოდ მისვლა და ფეხით დადგომაც ჭირდა, შეუძლებელი შეძლეს და ძალიან ჩქარა - ორი დღის განმავლობაში მოახდინეს ხანძრის კერების ლიკვიდაცია,“ - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

ამ დროისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლიკვიდირებულია. სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი. ასევე, ლიკვიდირებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბრალასთან გაჩენილი ტყის ქვედა საფარის ხანძარი. სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 18 მეხანძრე-მაშველი.

რაც შეეხება ხანძრის დანარჩენ კერებს: ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 35-მდე მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ასევე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდაშელების მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 40-მდე მეხანძრე-მაშველი. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 45-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურის მთაზე, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 13 მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner