logo_geo
eng_logo
ნესტორ ლაკობას დაკრძალვა: აფხაზურ სეპარატიზმთან ბრძოლა სტალინურად
- +

20 ნოემბერი. 2019. 23:10

 


"ნესტორ ლაკობას დაკრძალვა". 1936 წლის 28 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო "ორიენტში" გულის უკმარისობით გარდაიცვალა აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფის და რუსეთთან შეერთების აქტიური მომხრე, აფხაზეთის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე ნესტორ ლაკობა!



არაოფიციალური ვერსიით - "1936 წლის 26 დეკემბერს, ნ.ლაკობა გამოიძახეს ლავრენტი ბერიას კაბინეტში...საუბარი ჩხუბით დასრულდა... 27 დეკემბერს, მოცეკვავე „სუხიშვილებთან“ სადილის დროს, ბერიას და ლაკობას შორის საუბარი კვლავ ჩხუბში გადაიზარდა...

 

ლაკობა ბრუნდება სასტუმროში... ორიოდე საათის შემდეგ ლ.ბერიას დედამ, მართამ, ლაკობას სასტუმროში დაურეკა და შესარიგებელ ვახშამზე მისვლა სთხოვა. ლაკობა მართლაც მივიდა ბერიას სახლში ვახშამზე და შერიგდნენ კიდეც...



საღამოს ლ.ბერია მეუღლე ნინო გეგეჩკორთან ერთად და ნ.ლაკობა მიბრძანდნენ თეატრში... პირველი აქტის შემდეგ ნ.ლაკობამ თავი შეუძლოდ იგრძნო და ბრუნდება სასტუმროში. 28 დეკემბერს დილის 4:20 წუთზე ნ.ლაკობა გულის უკმარისობით გარდაიცვალა.



ხალხში ხმა გავრცელდა: ლაკობა ბერიას ბრძანებით მოწამლესო... რათა აფხაზურ სეპარატიზმს მოღებოდა ბოლო. ი. სტალინმა სოხუმში სამძიმრის დეპეშის გაგზავნაზე უარი განაცხადა..." (უხმო ფირი) სოხუმი 1936 წ. [არქივი]

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner