logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ივანიშვილის ფიგურა საჭიროა მმართველი გუნდისთვის
- +

9 ივნისი. 2016. 12:22


„როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა მთავრობის მეთაურის პოსტი, საზოგადოებაში გაჩნდა განწყობა, რომ მან აირიდა პასუხისმგებლობა; ხოლო წერილში, რომელიც მან გამოაქვეყნა, პირიქით, მთელი პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე", - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა.


ექსპერტის შეფასებით, ივანიშვილის მხრიდან ყველა პროცესზე პასუხისმგებლობის აღება მნიშვნელოვანი გზავნილია.


„მიმაჩნია, რომ არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი დასრულებული უნდა იყოს, რადგან ის არის პარტიის დამფუძნებელი და იღებს კიდეც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებამ სწორედ მას უნდა მოსთხოვოს პასუხი „ქართული ოცნების" მმართველობის განმავლობაში ყველა პროცესზე.

 

ივანიშვილის ფიგურა საჭიროა მმართველი გუნდისთვის. მან ბოლო წერილით პასუხისმგებლობა აიღო გუნდის მუშაობაზე. აქედან გამომდინარე, მისი ჩართულობა და აქტიურობა გასაკვირი არ უნდა იყოს, პირიქით, მისაღებია და ნორმალურად მიმაჩნია. რა შედეგი ექნება ამ ყოველივეს, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს", - განაცხადა არეშიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner