logo_geo
eng_logo
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, ორი კი დააკავეს
- +

21 ნოემბერი. 2019. 11:29

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე,  შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, დანაშაულის ჩადენის უშუალო ორგანიზატორი -  ორი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოტყუებით დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი, საერთო ჯამში, 29 660 ლარის ღირებულების, 32 020 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები.

 

დღეისთვის, მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10  წლამდე ვადით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner