logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს განვიხილავთ, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი რთული ვითარების მსხვერპლს
- +

21 ნოემბერი. 2019. 11:56

 

„ვაგრძელებთ გადასასვლელი პუნქტების გახსნისკენ მიმართულ ძალისხმევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამყოფი ხაზის გასწვრივ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ სიტუაციაზე მნიშვნელოვნად აისახება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განუცხადა.

 

„ვეწინააღმდეგებით ექიმის არალეგალურ დაკავებას. ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი ძალიან დაძაბული და რთული სიტუაციის მსხვერპლს. როგორც აქამდეც გვითქვამს, ჩვენ ვაგრძელებთ გადასასვლელი პუნქტების გახსნისკენ მიმართულ ძალისხმევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ამ გამყოფი ხაზის გასწვრივ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ სიტუაციაზე მნიშვნელოვნად აისახება. ჩვენ ჩართულები ვართ მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ექიმის სწრაფ გათავისუფლებას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner