logo_geo
eng_logo
ირაკლი მეზურნიშვილი: გაუგებარია, რატომ არ დგამს ეროვნული ბანკი ნაბიჯებს იმისთვის, რომ ლარის კურსიდან წამოსული ზეწოლა ინფლაციაზე შეამციროს
- +

21 ნოემბერი. 2019. 14:16

 

„გაუგებარია, რატომ არ დგამს ეროვნული ბანკი ნაბიჯებს იმისთვის, რომ ლარის კურსიდან წამოსული ზეწოლა ინფლაციაზე შეამციროს. გუშინ მხოლოდ პროცენტების გაზრდაზე მოვისმინეთ, რაც საფრთხეს უქმნის დასაქმებას და ეკონომიკურ ზრდას“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

 

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთობლივი მოთხოვნა არის სუსტი. თუ ეს ასეა, პროცენტების აწევა ამ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას გამოიწვევს. ეს არ არის სწორი პასუხი შექმნილ პრობლემაზე.

 

ამასობაში ვაჭრობა 2.97-2.98 კურსით ხდება და გარეთ კურსი უკვე 3.0 ნიშნულს აღწევს - ეს არ არის სწორი მართვა. ძირითადი მონაცემების გათვალისწინებით და სწორი მართვის პირობებში გაცვლითი კურსი უფრო დაბალი უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner