logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი: ლარის გაუფასურებაზე, ასევე ინფლაციაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს აქვს და საჭიროა, მეტი განმარტებები მივიღოთ
- +

21 ნოემბერი. 2019. 14:20

 

„იმ ფონზე, როცა 2019 წლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო ისტორიულად დაბალ დონეზე, ასევე, ეკონომიკური ზრდა სახეზე იყო და რეგიონში წლის პირველ ნახევარში ვალუტების გამყარებაც შეინიშნებოდა - ლარის გაუფასურებაზე, ასევე ინფლაციაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს აქვს და საჭიროა, მეტი განმარტებები მივიღოთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა..

 

„არის დაგროვილი რესურსი უცხოურ ვალუტაში, რომელსაც ბანკები ვერ ითვისებენ რეგულაციების გამო, ვერ ახდენენ ეკონომიკაში დოლარის ჩაშვებას, რის გამოც ფაქტობრივად დოლარის მიმწოდებელი არ არის ბაზარზე, რაც საბოლოო ჯამში კურსს აწვება და მოქალაქეებზე უარყოფითად აისახება“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner