„ნაცებო“ და „ევრონაცებო“, თქვენ ხართ პროდასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან გარიგებაში შეხვედით და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი უფეშქაშეთ? მანამდე კი ქართული ეკონომიკის თითქმის ყველა ბერკეტი რუსეთს ჩაუგდეთ ხელში“, - „საერთო გაზეთი“ მთავარი რედაქტორის ვახტანგ ხარჩილავას სტატიას აქვეყნებს, სადაც იგი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე აქციებს ეხმიანება.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ თავიანთი საქმიანობით საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს აყენებენ ეჭვქვეშ და იმ მეგობარი ქვეყნების და პარტნიორების დისკრედიტაციას ახდენენ, რომლებიც თითქოს და საქართველოს კი არა, მათ უჭერენ მხარს.
„ვინ ხართ თქვენ? ქართველი პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური დესანტი, სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებით? თქვენ თქვენი საქმიანობის საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს აყენებთ ეჭვქვეშ და იმ მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების დისკრედიტაციას ახდენთ, რომლებიც საქართველოს კი არა, ვითომ პერსონალურად თქვენ გიჭერთ მხარს, როგორც პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსებს, როგორც დემოკრატიის გარანტებს. თქვენ ხართ დემოკრატიის გარანტი? რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში ფეხქვეშ თელავდით და აუპატიურებდით დემოკრატის და ადამიანის უფლებებს? დასავლეთის სახელით რომ მანიპულირებთ და სპეკულირებთ, რომელია თქვენში პროდასავლელი, როცა თითოეულ თქვენგანს ევროპული კოსტიუმების ქვეშ რუსული პაგონები უბრჭყვიალებს?“ - წერს ვახტანგ ხარჩილავა.