ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" მისი სახელის კორცხელთან დაკავშირება არ გამოუვა.
„ყველამ კარგად იცის კახი კალაძის ხელწერა და ისიც იციან, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა". მე არ დავიწყებ იმ წლებზე საუბარს, თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის" დროს. რა თქმა უნდა, მთავრობა იღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არჩევნები ჩავატაროთ თავისუფალ გარემოში, სადაც ყველა პარტიას ექნება საშუალება, საკუთარი ხედვა მიაწოდოს მოსახლეობას. მოსახლეობამ არჩევნების გზით გადაწყვიტოს, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში", - განაცხადა კახა კალაძემ.