logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: თუ გინდათ, ნუ დაიჯერებთ, თუ გინდათ, ჩამქოლეთ, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო!
- +

21 ნოემბერი. 2019. 17:41

 

თუ გინდათ, ნუ დაიჯერებთ, თუ გინდათ, ჩამქოლეთ, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო!

 

„გაერთიანებული ოპოზიციის“ საბრძოლო არსენალში ელიავადან მოთრაქული ჯაჭვ-ბოქლომების, საჩხერის სილის, ნავთლუღის ბაზრობიდან მოტანილი „ფეჩების“ და თიანეთის შეშის გარდა, ერთი, ბოლომდე გასაიდუმლოებული იარაღიც იყო, - ოთხასი ხელბორკილი. ჩემს გონივრულ ეჭვს, რომ ეს „ნარუჩნიკები“ არქეოლოგებმა იპოვეს ნაჭარმაგევის ციხის დილეგში, ვერაფრით დავადასტურებ, მარა ბაზრობაზეც რომ არ იყიდება, ამას თამამად ვიტყვი.

 

მოკლედ, „ორგანიზატორების“ გადაწყვეტილებით, იდეა ის გახლდათ, რომ ოთხასი კაცი ამ „ნარუჩნიკებით“ უნდა გადაბმულიყო და ასე უნდა დაერტყათ ალყა პარლამენტის შენობისთვის!

 

ჯერ სადა ხართ!

 

გაირკვა, რომ საამისო ოთხასი კაცი არ ჰყავდათ. რაოდენობით ნაკლები კი მისხალ-მისხალ გაზომილ მეტრაჟს ვერ ავსებდა.

 

მაშინვე „იდეის ავტორს“ მიმართეს, იმან თავის წილად - თავის „პატრონს“ და კონტინგენტი სასწრაფო წესით შეივსო ოთხასამდე, მარა იმ ბედნიერ ნირვანამდე, როცა მთელი მსოფლიო ნახავდა, როგორ ებრძვის ტირანიას „ქართული დემოკრატია“, არც ასე იოლი აღმოჩნდა მისვლა.

 

ყველაფერი ერთი „დასაბმელის“ მოკრძალებულმა, - მერე რომ ხმამაღალ პროტესტად იქცა, - იმ კითხვამ ჩაშალა: - დავდგებით, ბატონო, მარა აქ ზოგს ცისტიტი გვჭირს და ზოგს ვარესი! უფრო მძიმეს არ ვიტყვი და მოფსმა რომ მოგვინდეს რომელიმეს, გასაღების პატრონი სად ვეძებო ამ სიგრძეზე და კიდეც რომ ვიპოვო, ან მომისწრებს და ან არა და რა ვქნა მერე, აქვე ჩევიფსა თუ ეს ოთხასი კაცი ვათრიო უბორნიამდეო?!

 

თავს ვერ დავდებ, ეს შემთხვევა, სათაურით - „ადამიანური მოთხოვნილება, როგორც აგრესიული პოლიტიკის დამმარცხებელი და პარლამენტზე ალყის მომხსნელი“, - შევა თუ არა ისტორიაში, როგორც ერთადერთი ქრესტომათიული მაგალითი, მარა ფაქტია, ეს ერთადერთიც მაინცდამაინც აქ მოხდა!

 

რაღა იზამდნენ, დაუბრუნეს ოთხასი „ნარუჩნიკი“ პატრონს!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner