თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრი სანდრო ბრეგაძე „რესპუბლიკელ" ლევან ბერძენიშვილს მიმართავს, რომლის პროგნოზითაც, პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" არჩევნებზე 1%-საც ვერ მიიღებს.
„კარგად მომისმინე, პატივცემულო ბებერო „ნასედკავ". საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ სადაც შენი პარტიის ლიდერები ხიდაშელ-უსუფაშვილები სახლობენ, ანუ საბურთალოზე, დავაყენებ ჩემს კანდიდატურას და ველოდები სამარცხვინო-მოღალატე თავდაცვის მინისტრს, რათა ბეჭებზე დავდო და პოლიტიკაში ყოფნის სურვილი დავაკარგვინო. შეგიძლიათ, ეს ოფიციალურად ხელთათმანის სროლად ჩათვალოთ!!! შესაბამის ორგანოებს კი ვთხოვ, რომ ჩემზეც და ბერძენიშვილებზეც გამოაქვეყნონ ყველა მასალა, რაც არქივში ინახება, განსაკუთრებით ბერძენიშვილების ის ეპიზოდი, როდესაც „თვითმფრინავის ბიჭებთან" ერთად ისხდნენ იზოლატორში!!! საბჭოთა სუკ-ის კამერის „ნასედკების" ეპოქა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს!!!" - წერს ბრეგაძე.